Sunday, December 9, 2012
კახური ტრადიციები
კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.
დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.
ქართული წეს-ჩვეულებები
საინტერესოა ტრადიციული მეღვინეობა _“გეორგიანელები“_ მიწის დამამუშავებელს ნიშნავს _ ქვევრები, ჯამ-ფიალები,დერძები -ეს არის უძველესი წესი თიხის დამუშავებისა, რომლის სახელოსნოებიც საქართველოში ძველი პერიოდის მე-3 ათასწლეულიდან იღებს სათავეს:თრიალეთის ყორღანები,ქსნის ხეობა, მცხეთა-სამაროვანი.
საქართველო ვაზის სამშობლოა და ქართველიც ჯეროვნად სცემდა პატივს ამ დალოცვილ უფლის საჩუქარს.“ვაზო,შვილივით ნაზარდო“-ო და ქართველიც მზრუნველი მშობელივით უვლიდა ვაზს... XII საუკუნის დავით აღმაშენებლის შვილმა მეფე დემეტრემ ვაზს საგალობელი უძღვნა_“ საგალობელი ვაზისა“. ეს არის ერთადერთი შემთხვევა მსოფლიოში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღვინის დაყენების და არყის გამოხდის სხვადასხვაგვარი ტრადიციაა, ასევე ხინკლის , „დამბალი ხაჭოს“ გაკეთების და ყველის ამოყვანის განსხვავებული წესებია მთასა და ბარში.
ქართველ მანდილოსანთა საამაყო ტრადიციაა _კრავაი ჯაყელი ხუაშაქ ცოქელი შემრიგებლებად მოუვლინა ყურთუ ასლანსა და თამარს ,ანუ ქალები პოლიტიკაში არიან , რაც არცერთ ქვეყანაში XII საუკუნეში არ ყოფილა.თუმცა აღსანიშნავია მანამდეც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა XI საუკუნეშიც_ მართა (ქართველი )დედოფალი ბიზანტიისა სახელმწიფოს მართავს ბასილი დიდთან ერთად.
მთის ტრადიციები ქართულ ლიტერატურაში
პროექტის სახელი: მთის ტრადიციები ქართულ ლიტერატურაში
მთის ტრადიციები ქართულ ლიტერატურაში
პროექტის სახელი: მთის ტრადიციები ქართულ ლიტერატურაში
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეების მიერ ლიტერატურულ ნაწარმოებებში მთის ტრადიციების მოძიება და შედარება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ და აანალიზებენ მთის კუთხის ტრადიციებს,აკვირდებიან სხვადასხვა რიტუალებს, იკვლევენ საერთოდ გამქრალსა თუ ფერშეცვლილ ადათ-წესებს;გაეცნობიან აღნიშნულ თემაზე დაწერილი ნაწარმოებების ავტორების ბიოგრაფიას და შემოქმედებას,ეპოქას,შეგროვილი მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომებს, ბროშურებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა. შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-17წ.
ვადები და ხანგრძლივობა: ორი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობები, მიზნობრივი ექსკურსიები;დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას: ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან თავიანთი ქვეყნის ადათ-წესებს, უკეთ შეიცნობენ ერის ისტორიას, კულტურასა და ხასიათს; გაარკვევენ თანამედროვე ტრადიციების საფუძვლებს; გააცნობიერებენ მათ უარყოფით თუ დადებით მხარეებს, შეადარებენ და გაანალიზებენ გამოკვეთილ ფასეულობებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული -სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა,ინტერნეტი)სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,ლიტერატურული ნაწარმოებების,ბიოგრაფიების გაცნობა,მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა,მსჯელობის,კვლევის უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა.
ისტორია-გაეცნობიან ეპოქას,მთის კუთხეების ტრადიციებს,ეთნოგრაფიულ მდგომარეობას.
გეოგრაფია-გაეცნობიან აღნიშნული კუთხეების გეოგრაფიულ მდებარეობას,გამოიკვლევენ იქ მცხოვრებთა დემოგრაფიულ მდგომარეობას.
ხელოვნება-მთაში არსებული კულტურული ძეგლების მოძიება ,ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა,მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში(ფოტოებისა და ნახატების გამოფენა,პრეზენტაცია),პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
ისტ-ი -ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაცვლა,ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თინათინ გიგაური (114-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tiniko.gigauri@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://tiniko114.blogspot.com/2008/12/blog-post.html
სვანური სამართალი და ტრადიციები
მთაში არსებული სიდუხჭირე და მცირემიწიანობა არ იძლეოდა მოსახლეობაში ფენათა წარმოქმნის, ანუ კლასობრივი დიფერენციაციის საშუალებას. ამის გამო საქართველოს მთიან კუთხეებში ფეოდალურმა ურთიერთობებმა ძნელად მოიკიდა ფეხი. ფშავში, ხევსურეთში, მთიულეთში, ხევში, თუშეთსა და სვანეთში, მიუხედავად ფეოდალების მრავალი ცდისა, მოსახლეობამ ბატონყმობის უღელი ვერაფრით ვერ იგუა და თითქმის მეოცე საუკუნემდე შეინარჩუნა ცხოვრების თემური წესი.
ადრეულ საუკუნეებში სვანეთის საერისთავო ერთიანი საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ერთეულს წარმოა
დგენდა. მისი მთავარიც საქართველოს სამეფო კარზე ინიშნებოდა. საქართველოს ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად დაშლის შემდეგ სვანეთის საერისთაო გაუქმდა და იგი მეზობელ სამთავროების გავლენის ქვეშ მოექცა. XIX ს. დასაწყისში ქვემო სვანეთი (ამჟამინდელი ლენტეხის რაიონი) სამეგრელოს სამთავროს (დადიანებს) დაექვემდებარა, ზემო სვანეთის (მესტიის რაიონი) დასავლეთი ნაწილი, ე.წ. ბალს ქვემო სვანეთი, XVIII ს. მიწურულში დადეშქელიანების ხელქვეითი გახდა, ხოლო აღმოსავლეთმა ნაწილმა (ბალს ზემო სვანეთი-ლატალის თემიდან მდ. ენგურის სათავეებამდე) დიდი პერიპეტიების შემდეგ თავისუფალი, უბატონო სვანეთის სტატუსი შეინარჩუნა.
საქართველოს მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს ხევსურეთში ხუცს უწოდებდნენ, თუშეთში – დეკანოზს, სვანეთში - მახვშს.
სვანეთში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა: მახვშს, ანუ თემის მეთაურს თემის საერთო კრება ირჩევდა. კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა თემის ორივე სქესის ზრდასრულ (20 წლის) წევრს. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი.
საგანგებო შემთხვევებში იმართებოდა თემთა გაერთიანებული შეკრება - ხევის ყრილობა, სადაც საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ყრილობაზე განიხილებოდა ხევის საჭირბოროტო საგარეო და საშინაო პრობლემები, მეზობლებთან გამწვავებული ურთიერთობის საკითხები, მოსალოდნელი ომიანობისათვის სამზადისი და თავდაცვის სტრატეგია, მსხვილი ეკლესიების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, გზების, ხიდების და სხვათა მშენებლობისა და მათში თემების მონაწილეობის საკითხები. ყრილობა მსჯელობდა იურიდიულ ასპექტებზეც - აწესებდა სასჯელის ფორმებსა და ნორმებს.
ყრილობა იყო უზენაესი ინსტანცია იურიდიულ იერარქიაში, იგი არავის წინაშე არ იყო ანგარიშვალდებული, ყრილობის გადაწყვეტილება საბოლოო იყო და განხილვას არ ექვემდებარებოდა.
უკანასკნელად ხევის ყრილობა მოიწვიეს 1875 წელს, რაც გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებით: სვანეთში რუსული მმართველობის დაწესების შემდეგ (1869 წ.), ცარისტულმა ხელისუფლებამ, ბეგარის გაზრდის მიზნით, 1875 წ. გადაწყვიტა მიწებისა და პირუტყვის აღწერა-რეგისტრაცია. უბატონო სვანებმა მოიწვიეს ხეობის ყრილობა და ერთხმად დაიფიცეს არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. 2000 შეიარაღებულმა გლეხმა გადაკეტა უბატონო სვანეთში შესასვლელი ყველა გზა და ბილიკი. ხელისუფლება შეშინდა, დათმობაზე წავიდა და ხალხი დააშოშმინა. მაგრამ 1876 წ. შეფარვით შეიყვანა დიდძალი სამხედრო ძალა და 20 აგვისტოს სოფ. ხალდე, სადაც კოშკებში გამაგრება მოასწრო ორმოცდაათამდე მეამბოხემ, ალყაში მოაქცია.
ამ სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობდა ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითი პოლკის ოთხი ასეული, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორი რაზმი, 39-ე საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეული, მესანგრეთა ასეული, გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმები. ქუთაისთან კავშირის დასამყარებლად მოეწყო კაზაკთა ხუთი “პოსტი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი ციტოვიჩი.
ექვსი დღის გამუდმებული საარტილერიო ცეცხლითა და ნაღმებით ჯარმა დაანგრია ხალდეს თერთმეტივე კოშკი, ყველა ქვიტკირის შენობა, გადაწვა ხის ნაგებობები, მოსამკელი ყანები და ხალდე ნაცარ-ტუტად აქცია.
სამთავრობო ჯარების მხრიდან ბრძოლაში დაიღუპა 2 და დაიჭრა 12 ჯარისკაცი. 2 ხალდელი კოშკის ნანგრევებში მოკვდა, 8 შეიპყრეს, დანარჩენები მიიმალნენ. 28 აგვისტოს ნანგრევებად ქცეული ულამაზესი სოფ. ხალდე რუსის ჯარმა დატოვა.
ხალდეს ამბოხება იყო ცარიზმის წინააღმდეგ თავისუფლების მოყვარე ქართველი მთიელების მესამე და უკანასკნელი გაბრძოლება. პირველი, მთიულეთის ამბოხების სახელით ცნობილი აჯანყება, 1804 წელს დამარცხდა, მეორე, კახეთის აჯანყება - 1812 წელს. კახეთის აჯანყებაში აქტიურად მონაწილე ხევსურებს კი კავკასიის მთავარმართებელი რტიშევი 1813 წ. გაუსწორდა. რუსეთის ჯარი, რომელსაც გენერლები სიმონოვიჩი, ტიხონოვსკი და სტალი ხელმძღვანელობდნენ, ცეცხლთა და მახვილით შევიდა ხევსურეთში და სოფ. გუროსთან სისხლიანი ბრძოლის შემდეგ ხევსურები დააჩოქა.
სვანეთში სახნავ-სათესი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბ-საძოვრები და ტყე - საერთო სათემო სარგებლობაში. ამის გარდა არსებობდა ხატის ტყე და მიწა, რომელიც ეკლესიის მოთხოვნებისა და რელიგიურ დღესასწაულებისათვის გამოიყენებოდა. მახვში არეგულირებდა სათიბ-საძოვრითა და ტყით სარგებლობის პროცესს, საძოვრების მონაცვლეობის, მიწის განაწილების, ნაკვეთების საზღვრის დადგენის საკითხებს და სხვა. ყველა სადაო საკითხს მახვში პირადად განიხილავდა 4-5 კაცის თანდასწრებით.
მახვში იყო მეტად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თავის გადაწყვეტილებებში. ავისა და ცუდის ჩამდენს, ქურდსა და თემის შემარცხვენელს მახვში გაკიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვშის თაოსნობით გაიმართებოდა ხევის ყრილობა, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეს (ან დამნაშავეებს) თემიდან და მის სახლ-კარს გადაწვავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმესი დანაშაულისათვის, მაგალითად, თემის ღალატისათვის ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანია.
ყოველგვარი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივ სასამართლოში განიხილებოდა, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ მსაჯულ-მედიატორები, რასაც სვანეთში “მორვალს” უწოდებდნენ.
მორვებს ირჩევდა ორივე მოდავე მხარე სანათესაოდან ან გარეშე პირთაგან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით მოუსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხანგრძლივი იყო და ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, რაც უმეტეს შემთხვევაში საბოლოო იყო და არ საჭიროებდა ახალი მორვების მიერ საქმის ხელახალ გარჩევას. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.
სვანი კაცი, ძირითადად, თავის მოწეულ მოსავალზე იყო დამოკიდებული. ბარში კიდეც რომ ეჩუქებინათ მარცვლეული, ოჯახის სამყოფი სარჩოს ტრანსპორტირება უგზოობის პირობებში, ასე შორ მანძილზე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
მთაში მიწათმოქმედება მეტად გართულებულია, დათესილი მარცვლეული ჯერ ჯეჯილობაშივე ჩაირეცხება ღვარებისაგან და თუნდაც გაიხაროს, სეტყვას მაინც ძნელად გადაურჩება. ამიტომ, სვანი მუდამ კარგ დარზე ოცნებობდა, რათა კარგი ჭირნახული მიეღო.
მაღალი მოსავლის მიღებაზე ზრუნვა ახალი წლის დადგომიდანვე იწყებოდა. თებერვლის დასაწყისში იცოდნენ ლამპრობა. ლამპარი მზადდებოდა არყის ხის წვრილად დაჩეხილი კონის სახით. ყველა ოჯახში სამ კონას ამზადებდნენ - ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ. მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ. დადგენილ ღამეს კონები ეკლესიის ეზოში სასაფლაოზე გაქონდათ დასაწვავად. ამ დღეს აცხობდნენ ლემზირებს (სალოცავი კვერი) და იმართებოდა საერთო დღესასწაული.
ზამთრის პერიოდში მეტად გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს დაკიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა.
დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. ჰორიეშმაო იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ.
გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩააგდებდნენ და უფალს ევედრებოდნენ კარგ წვიმას. ზოგ თემში სოფლის კაცები ეკლესიიდან იესოსა და ღვთისმშობლის ხატებს გამოაბრძანებდნენ, მდინარეზე ჩაიტანდნენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გაავდარებას. სოფელ ლენჯერში ამჟამადაც ტარდება ელიას დღესასწაული, რომლის დროსაც წმინდა ელიას ხატს შესთხოვენ გაავდრებას.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში, თესვის, მარგვლის და განსაკუთრებით მოსავლის აღების დროს ქალი მამაკაცის გვერდით იდგა და მასთან ერთად ეწეოდა ჭაპანს. შემთხვევითი არაა, რომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს.
ამინდის ჭირვეულობის შემთხვევაში, ხშირად საჭირო ხდებოდა მოსავლის დროულად და ოპერატიულად აღება, თიბვა და სხვა. ამიტომ გავრცელებული იყო შრომის კოოპერაციის მარტივი მეთოდი - ნადი, როცა ოჯახს მოსავლის აღებასა თუ თიბვაში ეხმარებოდნენ მეზობლები და ნათესავები ანაზღაურების გარეშე, სანაცვლო დახმარების იმედით.
სვანური მასიური ქვის სახლებისა და კოშკების აშენება ერთი ოჯახის შესაძლებლობების ფარგლებს დიდად ცილდება. ამიტომ, აქაც გამოიყენებოდა შრომის კოოპერაცია მეზობლური დახმარების სახით (მამითადი), რასაც სვანები ლინდის უწოდებდნენ.
დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, სვანები არ თაკილობდნენ ზამთრის პერიოდში ბარში სხვის კარზე მუშაობას. გარემო პირობებმა სვანი გლეხი მეტად გამრჯე, ფიზიკურად შემძლე კაცად ჩამოაყალიბა. ამიტომ, შრომის ბირჟაზე სვანი მუშის გასამრჯელო ერთი ორად აღემატებოდა სხვა მუშის ფასს.
ყაზბეგი
საქართველოს მთიელები-ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულასდ მოქმედებდა.
ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად. პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი, რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია, ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას.
ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად.
ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.
ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან "ქართული ლუდი"
ავტორი : პროფესორი ელდარ ნადირაძე;
საქართველოს ეროვნული მუზეუმის
ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად. პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი, რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია, ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას.
ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად.
ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.
ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან "ქართული ლუდი"
ავტორი : პროფესორი ელდარ ნადირაძე;
საქართველოს ეროვნული მუზეუმის
ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
Subscribe to:
Posts (Atom)